Monday, April 26, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი
დიდი ბრიტანეთი

პროექტის მოკლე აღწერა ერთი–ორი წინადადებით
გაცნობა დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიულ მდებარეობასთან, მის ხალხთან, კულტურასთან და ფოლკლორთან.
მოსწავლეები დაურთავენ ფოტო მასალას და მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

პროექტის სრული აღწერა
ეს არის ინფორმაციულ–შემოქმედებითი პროექტი. ამ პროექტზე მუშაობაში შეიძლება ჩაერთოს მოსწავლეების რამდენიმე ჯგუფი.პროექტის მსვლელობისას მათ უნდა მოიპოვონ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, გაერთიანებული სამეფოს ქვეყნების დედაქალაქებზე, ლონდონზე, როგორც გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქზე, ამ ქვეყნის კულტურაზე და ტრადიციებზე.
პედაგოგი ეხმარება მათ სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მასალის გაანალიზება–სისტემატიზირებაში, თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის მინი–პროექტს კომპიუტერის დახმარებით, წარდგენის შემდეგ კი უპასუხებს სხვა მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

მონაწილეთა ასაკი
მე–5 კლასი,10–11 წელი

ვადები/ხანგრძლივობა
ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
1. კლასის დაყოფა სამუშაო ჯგუფებად.
2. ჯგუფების მუშაობის მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბება.
3. ჯგუფის ლიდერის არჩევა.
4. ინფორმაციის მოპოვება.

მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/
ინფორმაციული საიტის ''დიდი ბრიტანეთის'' შექმნა, გაცნობა დიდი ბრიტანეთის გეოგრაფიულ მდებარეობასთან, კულტურასთან, ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარების და გაჯერების უნარ–ჩვევა.

სარგებელი სხვებისთვის
ინფორმაციული საიტის შექმნის შემთხვევაში სხვა ქვეყნების კულტურაში დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექმნებათ განათავსონ თავიანთი დამუშავებული თემები. ინტერნეტის ყველა მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა მისთვის საინტერესო თემებზე სწრაფად და მარტივად მოიპოვონ ინფორმაცია, სურათები, ვიდეო.

სამუშაო ენა
ინგლისური, ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ინგლისური, ქართული - განივითარებენ სახელმწიფო ენასთან ერთად სხვა ენაზე კომუნიკაციის უნარს, აგრეთვე უცხო ენაზე წერილობითი და ზეპირად ურთიერთობის უნარ–ჩვევას.
ისტორია– მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ამ ქვეყნის ისტორიის შესახებ, გაეცნობიან მათ ტრადიციებს.
მუსიკა–გაეცნობიან ამ ქვეყნის ფოლკლორს, მუსიკალურ კულტურას.

პროექტის ფასილიტატორ
მაია მათითაშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა
maiamatitashvili@gmail.com

პროექტის ფორუმი
ფორუმი არ გვაქვს

პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი/
http://maiamatitashvili.blogspot.com/